ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ

3 აგვისტო, 2016 • 1969
თავდაცვის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ

თავდაცვის მინისტის ლევან იზორიას ორი მოადგილის ვინაობა ცნობილია. იზორიას პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი იქნება, ხოლო მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობას ნუკრი გელაშვილი დაიკავებს. აღნიშნული დანიშვნების შესახებ პრემიერ მინისტრის ბრძანებები უკვე გამოქვეყნდა.

ლელა ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.   ნუკრი გელაშვილი 2012 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის თანამდებობას იკავებდა. მის ბიოგრაფიულ მონაცემებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორიამ თინა ხიდაშელი შეცვალა. “რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც  27 მარტს  “რესპუბლილკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ორი მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობას დატოვებდა. პირველი აგვისტოს თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი ოფიციალურად დატოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი