09:00 – მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
11:00 – “პირველის პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
1:30 – “პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 – “ახალი მემარჯვენეები” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აიღებენ არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის მოწმობას და გააკეთებენ განცხადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კმ. საკონტაქტო ნომერი: 599552949
14:00 – ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონულ ოფისში ,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თინათინ რევაზიშვილი, რომელიც პარტიაში შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს კურირებს პარტიის აღმასრულებელ მდივანთან – თამარ კეკენაძესთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს, ბავშვების და მათ მშობლებს შეხვდებიან. მისამართი: ,,თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის ოფისი ძნელაძის ქ.#1
16:00 – სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც მოხდება მრავალპარტიული შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება ეხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პოლიტიკურ საქმიანობაში, დემოკრატიული სტანდარტის დაცვას. ხელმომწერი მხარეები იქნებიან საქართველოში მოქმედი 15-მდე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯგუფის ინციატივას მხარს უჭერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)დაფინანსებით.