ახალი ამბები

ანონსი 2 აგვისტო

1 აგვისტო, 2016 • 1355
ანონსი 2 აგვისტო

11:00 –  “პირველის პრესკლუბში” “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და პარტიის გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


11:00 – პრაიმ-ტაიმის  პრეს კლუბში გაიმართება პარლამენტის წევრის, შოთა მალაშხიას პრესკონფერენცია.

თემა: რუსეთის გავლენის გაძლიერება საქართველოში (ყოფილ პოლიტპატიმარ ტრისტან წითელაშვილის მიერ საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაცემა).


11:30 -“პირველის პრესკლუბში” “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი და ორგანიზაციის წევრი ილია კანდელაკი მონიტორინგის მასალების პრეზენტირებას მოახდენენ და ისაუბრებენ ავტოსკოლებში არსებულ თაღლითურ სწავლებებზე, ასევე, უკონტროლოდ გაცემულ ლიცენზიებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


12:00 – საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის N29ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება, ფონდ „სიცოცხლი ხის“ მიერ, სოციალურ საწარმოთათვის საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია.


12:00 – საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მელიქიშვილის#16) რიგით მე-16 ჯეკპოტის თანხის ოფიციალური გადაცემის ცერემონია გაიმართება.


14:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
14:30 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.


15:00 – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა ამერიკელ ეკონომისტთან, ჩარლზ სეიბლთან. თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი N518


17:00 – ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში “ილიაობისადმი” მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება, აფხაზეთს და აფხაზურ კულტურასმიეძღვნება. ილია ჭავჭავაძის მუზეუმში, აფხაზურ საღამოს, თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის,კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წევრები,ასევე აფხაზი პოეტები და მწერლები დაესწრებიან.
მისამართი: საგურამო, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი.
საკონტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე 599 72 10 10, ლანა ქარდავა 577 15 85 72


17:00 –  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რუსთავში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდება. მის: რუსთავი, ბოსტანქალაქის 15. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599508355


18:00 – ეთნიკური ბერძნების საქართველოში ვიზიტისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ქვემო ქართლში, სოფელ პატარა ირაგას წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ალთუნაშვილი აღავლენს სადღესასწაულო წირვას და აღასრულებს ბავშვების ნათლობის წესს, ხოლო შემდგომ მოეწყობა კულტურული ხასიათის ღონისძიებები.


22:00 –  ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურასთან აქციას გამართავენ.


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი