ახალი ამბები

ანონსი: 1 აგვისტო

31 ივლისი, 2016 • 2076
ანონსი: 1 აგვისტო

10:00 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი განიხილება.

11:00 “პირველის პრესკლუბში” “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და საარჩევნო გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 “პირველის პრესკლუბში” პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: პარტიის საარჩევნო პოლიტიკური განცხადება; ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვალეს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას დაათვალიერებს.

13:00 „პრაიმ ტაიმის“ პრესს-კლუბში: არასმთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და ორგანიზაციის იურისტები გააკეთებენ საგანგებო განცხადებას.

თემა: 16 წლის ორსული გოგონას გაუპატიურება. ორგანიზაცია „შსს“-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

14:00 ახალციხის იუსტიციის სახლში მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს თეა წულუკიანი  სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გააცნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი