ახალი ამბები

ანონსი – 31 ივლისი

30 ივლისი, 2016 • 1303
ანონსი – 31 ივლისი

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ნაძალადევის რაიონი, მიტინგის ქუჩა N1.

15:00  საათზე საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის სხვა წევრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალს დაესწებიან. საერთაშორისო ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება და მასში 75-მდე  ქვეყნის 700-მდე პირი მონაწილეობს.  ადგილი: რუსთაველის თეატრი.

17:00 საათზე, “ქართული ოცნების”  თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი შიდა-ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. მისამართი: ქ.გორი, ლომოურის ქუჩა (ძველი ქალაქი, გორის ციხის მიმდებარედ).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი