29 ივლისს ხორენაცის ქუჩასა და სარი ტაქსის კვარტალში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების დროს პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა და დემონსტრანტები დაშალა. პოლიციამ კორდონი რამდენიმე რიგად მოაწყო და შეკრებილების მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლემა შუქბგერითი ყუმბარები გამოიყენეს და სულ 165 ადამიანი დააკავეს.
2016 წლის 17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ.
29 ივლისის აქციის დროს 60 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. ამ დროისთვის 50 პაციენტიდან, რომლებიც “სურბ გრიგორ ლუსავორიჩის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, 36 გაწერილია. ერთ-ერთი მათგანი დამწვრობის ცენტრში გადაიწყვანეს. ერთ პაციენტს კი, რომელმაც თვალი დაკარგა, ოპერაცია ჩაუტარეს.
წინა დღით სამედიცინო ცენტრს “ერბუნი” თორმეტმა ადამიანმა მიმართა, აქედან 9 პოლიციელი, ხოლო ორი “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრი იყო. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში 9 პაციენტი რჩება.
“მკურნალობის კურსს 9 დაშავებული გადის, მათ შორის არმენ ლამბარიანის პოლიციის პოლკიდან გადაყვანილებიც. 9 პაციენტიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება”, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის “ერბუნი” აღმასრულებელმა დირექტორმა მიქაელ მანუკიანმა.
დაპიროსპირების დაწყებიდან “დამფუძნებელი პარლამენტის” წარმომადგენლებს რამდენიმე დღის მანძილზე მძევლად ჰყავდათ პოლიციელები, მათ შორის ორი მაღალი რანგის ოფიცერი. მოგვიანებით ყველა მძევალი განთავისუფლდა, თუმცა გუშინ ჯგუფმა მძევლად სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები აიყვანა- ორი ექიმი, მაშველი და ექთანი. ამ დროისთვის მაშველი გათავისუფლებულია.