ახალი ამბები

პაპუაშვილი მოსამართლეების წერილზე: სიცხეს და გამოძიებით მიღებულ სტრესებს დავაბრალოთ

29 ივლისი, 2016 •
პაპუაშვილი მოსამართლეების წერილზე: სიცხეს და გამოძიებით მიღებულ სტრესებს დავაბრალოთ

მოდი, სიცხეს დავაბრალოთ და თან გამოძიების მხრიდან მიღებულ სტრესებს, – ეს განცხადება გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის წერილის საპასუხოდ დღეს, 29 ივლისს, ვაკის პარკში გააკეთა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართოს მოსამართლეების ნაწილის წერილს გაუგებრობას უწოდებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარე აცხადებს, სამართალწარმოების საკითხები სასამართლოში, ჩვეულებრივ რეჟიმში განიხილება. მისი თქმით, მოსამართლეები ხანდახან ერთმანეთში დისკუსიით ათანხმებენ სხვადასხვა საკითხებს:

“რაც შეეხება, კონკრეტულად ამ საქმეს და დასახელებას, მე მგონი, არ არის მთლად ეთიკური, რომ გამოვყოთ რომელიმე საქმე, იმიტომ, რომ ამაზე მერე შეიძლება აჟიოტაჟ ატყდეს. ამიტომ არ ვასახელებ ხოლმე საქმეებს. ერთი საქმე იცით, ე.წ. რუსთავი 2-ის საქმე შემოდგომიდან იხილებოდა. ჩემი ერთ-ერთი კოლეგის მოთხოვნით იგი გადავიდა პლელუმზე და უკვე განხილულია პლელუმის მიერ. ამიტომ გადაწყვეტილებაზე უკვე ვმუშაობთ და იმედია, მალე გამოცხადდება, როცა შევთანხმდებით მოსამართლეები. ამიტომ საკითხი თავისთავად მოხსნილია. მეორე, რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, სხდომა მიმდინარეობს. ამ საქმეზე სხდომა დაიწყო და შემდეგ ყველა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა განხილვის გაგრძელება და იმედია, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება. ამიტომ, სხვა რომელი საქმე იგულისხმება, არ ვიცი. ალბათ, რომ შევხვდებით [მოსამართლეები] გაირკვევა და იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობა მალე აღოიფხვრება, რის შემდეგაც გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, რათა არ დაზიანდეს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, მომართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლებები.”

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების გრაფიკი დამოკიდებული უნდა იყოს არა პროკურატურის, ფინანსური პოლიციის, სუს-ისა თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების გრაფიკზე, არამედ კონსტიტუციისა და მათი სამართალწარმოების გრაფიკზე. პაპუაშვილს მოსამართლეთა ნაწილის წერილის მიხედვით, გიორგი პაპუაშვილი მათ კონკრეტულ საქმეებზე დაჩქარებული წესით განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას აიძილებდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით საქმის განხილვა არ არსებობს. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართო აცხადებს იმ საქმეების გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მზად არის:

“ამასთანავე, რა თქმა უნდა, არის ხოლმე მომენტები, როცა საქმე ეხება ან სიცოცხლის უფლებას ან თავისუფლების აღკვეთას ან სიტყვის თავისუფლებას, ასეთ შემთხვევებში ვცდილობთ ხოლმე [საქმის განხილვის დაჩქარებას] და გვაქვს პრაქტიკა, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართ₾ოს, ჩვენს და მსოფლიოში ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს.”

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წერილის საპასუხოდ, თითქოს ის აიძულებდა მოსამართლეებს დაჩქარებული წესით განეხილათ კონკრეტული საქმეები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს:

“ეს საკითხები საერთოდ არ განიხილება ხოლმე გარეთ. ეს სამართალწარმოების საკითხებია და არანაირი სხვა ორგანოს კომპეტენცია არ არის, რომ დაველოდო ვიღაცას საქმიანობას, როდის საქეიფოდ იქნება და როცა იქნება, მერე დავამთავროთ ჩვნი საქმეები. ხალხმა და საზოგადოებამ რა ქნას? ელოდონ, როსის სადღაც ხინკლაობა იქნება და მერე რომელიმე სხვა უწყება ჩაერევა თუ არა.”

პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დღევანდელ განცხადებას ახლა სიცხეებსა და პროკურატურის მხრიდან მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ დაწყებული გამოძიებით მიღებულ სტრესებს უკავშირებს:

“მოდი, სიცხეს დავაბრალოთ და თან გამოძიების მხრიდან მიღებულ სტრესებს. ყველაფერი შესაძლებელია, ვერაფერს გამოვრიცხავ. მე გამომძიებელი არ ვარ, საგამოძიებო სხვა სტრუქტურებია; არც ჯარი მყავს, არც გამოძიება მიმყავს… ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ყველას ჩვენ ჩვენი მოსაზრებები და ეჭვები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ მე ამაზე ვერ ვილაპარაკებს.”

რაც შეეხება მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას საკონსტიტუციო სასამართოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, გიორგი პაპუაშვილი აცხადებს:

“თქვენ იცით, რომ საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ მაინც გარკვეულ იმედს ვიტოვებ, რომ [ობიექტური] გამოიძიების შანსი არის. მიუხედავად იმისა, რომ ადრე არასდროს თითი-თითზე არ დაუკერებიათ და პასუხის ღირსადაც არ ჩავუთვლივართ არასდროს, მაგრამ ახლა მივცეთ შესაძლებლობა და შანსი. თუ არ გამოიძებენ, ამასაც განვაცხადებ.”

პრაიმტაიმი საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი წევრის [სულ 9 წევრია]: ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილის, თამაზ ცაბუტაშვილის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას წერილს აქვეყნებს, რომლითაც მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავენ. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე მათი თქმით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი