“რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის თქმით, უწყება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერით ქუთაისში თოთხმეტმა ადამიანმა მიიღო, მათგან 13 “რესპუბლიკური პარტიის” აქტივისტია, ხოლო 1 – იმ სახლის მეპატრონე, ვისგანაც “ქართულმა ოცნებამ” საოფისე ფართი იქირავა ქუთაისში.
კონტროლის პალატის უწყებაში განმარტებულია, რომ ეს ადამიანები ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს იმის გამო, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე”.
ეს შენი ოქმი გადაეცემა სამართალდამცავებს და სასამართლო თუ დაგიბარებს, ისინი გადაწყვეტენო.
“ეს არის ტერორი კონტროლის პალატის მხრიდან,” – აცხადებს ნატო ქათამაძე.
ქუთაისში, კონტროლის პალატაში დაბარებული პირების ე.წ. დაკითხვის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ქუთაისელი “რესპუბლიკელები” ახსნა-განმარტებებს აძლევენ კონტროლის პალატაში