ახალი ამბები

მოსკოვის პოლიციაში დაკითხვაზე ბლოგერი დაიბარეს

13 მარტი, 2012 • 1228
მოსკოვის პოლიციაში დაკითხვაზე ბლოგერი დაიბარეს

ბლოგერი ალექსეი ნავალნი და მისი პროექტის, “როსპილის” რამდენიმე თანამშრომელი ქალაქის პროკურატურის დავალებით მოსკოვის პოლიციაში 14 მარტს დაიბარეს. – წერს რია-ნოვოსტი.

რა გახდა პოლიციაში ბლოგერისა და მისი თანამშრომლების დაბარების მიზეზი, უცნობია.

ბლოგერი თავის ვებ-გვერდზე კი წერს, რომ “უცნაური დეპეშების შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ მოვცდეთ სამსახურს, რომელშიც ფულს გვიხდიან…”-წერს ბლოგერი, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსეთში უკანასკნელ დროს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქცებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი