ახალი ამბები

აზერბაიჯანში ქარხნის აფეთქების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა

27 ივლისი, 2016 • 1017
აზერბაიჯანში ქარხნის აფეთქების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა

აზერბაიჯანში, შირვანში თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ქარხნის [“არაზ”] აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. დაშავებული 20 თანამშრომელი კი, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა, როგორც აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო apa წერს, მძიმეა.

გამოცემის ცნობითვე, აფეთქების ადგილზე კვლავ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და არ არის გამორიცხული, დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ამ დროსაც ისმის მცირე აფეთქებების ხმა. ქარხანა დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს, თუმცა, მოქალაქეებისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდეს.

რა გახდა ქარხანაში აფეთქების მიზეზი, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, მათ შორის უსაფრთხოების წესების დარღვევა საშიშფეთქებად ობიექტებზე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნის განკარგულება გასცა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

5a401114b01e2a802732897cf4ed9879

მასალების გადაბეჭდვის წესი