ახალი ამბები

სროლა ღამით ერევნის პოლიციის შენობასთან – დაჭრილია სამი ადამიანი

27 ივლისი, 2016 • 1230
სროლა ღამით ერევნის პოლიციის შენობასთან – დაჭრილია სამი ადამიანი

27 ივლისის ღამეს, მოძრაობა “სასნა ცრერ”-ის მიერ 2016 წლის 17 ივლისს დაკავებული ერევნის პოლიციის ერთ-ერთ გაყოფილებასთან გამართულ აქციაზე სროლის შედეგად დაჭრილია პოლიციელი, ასევე, მოძრაობა “სასნა ცრერ”-ის წევრები, პაველ მანუკიანი და მისი შვილი არამ მანუკიანი. სამივე მათგანი საავადმყოფოშია.

საავადმყოფოს მიკროქირურგის, არმენ ოვანისიანის ცნობით, პაველ მანუკიანი და მის შვილი რეანიმაციაში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, კონტროლს ექვემდებარება. პოლიციელის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.

დაპირისპირებამდე პოლიციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, აშოტ აგარონიანმა განაცხადა, რომ შეირაღებული ჯგუფის ორის წევრი, გაგიკ ეგიზარიანი და არამ აკოპიანი სამართალდამცავებს ჩაბარდნენ. 27 ივლისის ღამით სროლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია სომხეთის ოფიციალურ სტრუქტურებს.

17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

სამართალმდაცავები. 2016 წლის 27 ივლისი, ერევანი, სომხეთი. ფოტო: არმინე ავეტისიანი

სამართალდამცავები. 2016 წლის 27 ივლისი, ერევანი, სომხეთი. ფოტო: არმინე ავეტისიანი

სამართალმდაცავები. 2016 წლის 27 ივლისი, ერევანი, სომხეთი. ფოტო: არმინე ავეტისიანი

სამართალდამცავები. 2016 წლის 27 ივლისი, ერევანი, სომხეთი. ფოტო: არმინე ავეტისიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი