ახალი ამბებისამართალი

კონსტიტუციური სარჩელი რელიგიური გაერთიანებების დისკრიმინაციული პირობების გასაუქმებლად

26 ივლისი, 2016 • 1227
კონსტიტუციური სარჩელი რელიგიური გაერთიანებების დისკრიმინაციული პირობების გასაუქმებლად

საქართველოში რეგისტრირებულმა ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ (საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია“; საქართველოს ევანგელურლუთერული ეკლესია“; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“; დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“;საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართასახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებებს დისკრიმინაციულ პირობებს უწესებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით უთანასწორო მდგომარებაში აყენებს.

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

“რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, ექმნებათ დაბრკოლებები სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონების მიღებისას (მაგალითად, გაცვლა, სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზება და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება), რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპსა ( მე-14 მუხლი) და საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასთან (21-მუხლი)”, – მიიჩნევენ მოსარჩელეები.  

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულიასახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ქონების შეძენა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისასასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას.

სარჩელით ასევე მოთხოვნილია იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების გზით შეძენა; ასევე, რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ეზღუდებათ სახელმწიფოსგან ქონების გაცვლისა და საკუთრებაში მიღების უფლება.   

აღნიშნული ნორმების მოქმედების გამო, სსიპ რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციები დღემდე ვერ ახერხებენ მათ სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. სახელმწიფო მათ რესტიტუციის ფარგლებშიც კი, ქონებას მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადასცემს.

“სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება მისთვის კანონით უკვე მინიჭებული პრივილეგიები, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – მიიჩნევენ მოსარჩელეები.

დაახლოებით 9 თვის წინ 8 რელიგიური გაერთიანებამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მათი შეფასებით, საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიან. სარჩელით მოთხოვნილი იყო იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი