ნეტგაზეთი | ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 16% ჩაიჭრა ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 16% ჩაიჭრა – Netgazeti
Batumelebi | RU

ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 16% ჩაიჭრა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (24 ქულა), აბიტურიენტების 16 %-მა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000-მდე აბიტურიენტია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ზოგადი უნარების გამოცდა 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.

მიმინოშვილის განცხადებით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო, თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი: “ამიტომაც, გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.”

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები აბიტურიენტებისთვის დღეს, 26 ივლისს, 12:00 საათზე გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ყველა აბიტურიენტს შეუძლია საკუთარი ნაშრომების ნახვა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებს გამოცდების შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, რისთვისაც მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე: 93333. მოკლე ტექსტური შეტყობინების საფასური 50 თეთრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.