ახალი ამბები

გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა, დაშავდა 12 ადამიანი

25 ივლისი, 2016 • 1240
გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა, დაშავდა 12 ადამიანი

გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ანსბახში, მუსიკალურ ფესტივალთან ახლოს, სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 27 წლის სირიელმა მიგრანტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების უფლება არ მისცეს.

BBC-ის ცნობით, ფესტივალი ღია ცის ქვეშ ტარდებოდა და სირიელმა მიგრანტმა სწორედ ამ ტერიტორიაზე აიფეთქა თავი. ბიბისის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, ფესტივალის ტერიტორიიდან 2500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

23 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 18 წლის თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა და 27 დაჭრა. მასობრივი სროლებით დაინტერესებულმა მკვლელმა, როგორც მას გერმანიის პოლიციამ უწოდა, თავდასხმის ადგილიდან 1 კილომეტრში თავი მოიკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი