აფიშაახალი ამბები

20 აგვისტოს შავი ზღვის არენაზე როკ-ბენდი Scorpions დაუკრავს

24 ივლისი, 2016 • 2741
20 აგვისტოს შავი ზღვის არენაზე როკ-ბენდი Scorpions დაუკრავს

ცნობილი გერმანული როკ-ბენდის, Scorpions-ის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდის ინფორმაციის თანახმად, 20 აგვისტოს ბენდი საქართველოში, Black Sea Arena-ზე დაუკრავს. კონცერტი შავი ზღვის არენის საზაფხულო სეზონის კიდევ ერთი ღონისძიება იქნება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 28 ივლისიდან ონლაინ, tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი. როგორც შავი ზღვის არენაში აცხადებენ, კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასები უპრეცედენტოდ დაბალი იქნება.

ჯანმრთელობის პრობლემის გამო სკორპიონსის დრამერს ჯეიმს კოტაკს ჯგუფ მოტორჰედის დრამერი მიკი დი ჩაანაცვლებს. სკორპიონსი 1970-იან წლებში გახდა პოპულარული, როდესაც ჰარდ-კორ როკი მელოდიური როკ მუსიკით ჩაანაცვლა. 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Crazy World”, რომელშიც სიმღერა “Wind of Change” შედიოდა 100 მილიონზე მეტი ალბომი გააყიდინა.

არენაზე უკვე დაგეგმილია 30 ივლისს ამერიკელი შემსრულებლის, კრისტინა აგილერას კონცერტი, ხოლო 5 აგვისტოს შეკვეთილს უკვე ბრიტანელი ვანესა მეი ეწვევა.

Black Sea Arena ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფმა ააშენა 200- მილიონიანი ინვესტიციით და ის სახელმწიფოს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი