ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში პოლიციის შენობიდან დარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს

23 ივლისი, 2016 • 1683
ერევანში პოლიციის შენობიდან დარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს

დღეს, 23 ივლისს სომხეთის დედაქალაქში მოძრაობა “დამფუძნებელი პარლამენტის” მიერ დაკავებული პოლიციის შენობიდან ორი დარჩენილი მძევალი – პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეები, ვარდარ ეგიაზარიანი და ვალერი ოსიპიანი გაათავისუფლეს.

“ჩვენ არ მოვსულვართ აქ იმისთვის, რომ მძევლები დაგვეკავებინა, დღეს ჩვენ ისინი გავათავისუფლეთ. ეს სიტუაცია, როგორც მინიმუმ, კიდევ 15 დღე უნდა გაგრძელდეს, მაქსიმუმ- ერთი თვე. ამ პერიოდში გონიერი გადაწყვეტილებებია მისაღები”, – განაცხადა ვარუჟან ავეტისიანმა, მოძრაობის წევრმა.

ოფიციალური ინფორმაციით, მძევლები იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ პოლიციის განყოფილების შენობაში პრესცენტრი შეიქმნება. მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვენლოვან მოთხოვნად კი რჩება ბოლო დღეებში დაკავებული ყველა პოლიტპატიმრისა და დაკავებულის გათავისუფლება.

მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, პავლიკ მანუკიანი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გეგმა აქვთ. კითხვაზე, დაიკავებენ თუ არა ახალ ტერიტორიებს, ამბობს: “დიახ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი იარაღი და ადამიანური რესურსი”.

17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

მეამბოხეთა პრესკონფერენცია დაკავებული პოლიციის შენობასთან; ფოტო: არმინე ავეტისიანი

მეამბოხეთა პრესკონფერენცია დაკავებული პოლიციის შენობასთან; ფოტო: არმინე ავეტისიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი