ახალი ამბები

თავდასხმა მიუნხენში: პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ერთი იყო და თავი მოიკლა

23 ივლისი, 2016 • 1494
თავდასხმა მიუნხენში: პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ერთი იყო და თავი მოიკლა

თავდასხმა, რომელსაც გერმანიაში, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში, 22 ივლისს 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 27 დაშავდა, ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა –  განაცხადა გერმანიის პოლიციამ.

ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

პოლიციამ 23 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა,  რომ ეჭვმიტანილი 18 წლის იყო და ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – გერმანიისა და ირანის. ის მიუნხენში ცხოვრობდა და პოლიციისთვის მისივი ვინაობა ცნობილი არ იყო. პოლიცია ცნობით, ეჭვმიტანილის ცხედარი სავაჭრო ცენტრიდან ერთი კილომეტრში იპოვეს. 

Update: გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ მკვლელი შეპყრობილი იყო მასობრივი სროლით და მას არავითარი კავშირი ჰქონდა ე.წ. ილსამურ სახელმწიფოსთან. პოლიციის ინფორმაციით, მისი ოთახის ჩხრეკისას აღმოაჩინეს გაზეთის ნაჭრები შეტაკებების შესახებ და სტატია, სათაურით – “რატომ კლავენ სტუდენტები?”. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს ასევე ჰქონდა 9 მილიმეტრიანი გლოკის პისტოლეტი და 300 ტყვია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი თავდამსხმელის შესახებ, რადაგანც თვითმხილველები სწორედ სამ თავდამსხმელს ასახელებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორი პირს, რომლებიც სროლების შემდეგ მანქანაში ჯდებოდნენ და თვითმხილველებმა თავდამსხმელებად მიიჩნიეს, სროლებთან კავშირი არ ჰქონდათ.

გერმანიის პოლიცია 23 ივლისის ღამეს მასშტაბურ ძებნის ოპერაციას ახორციელებდა. საგანგებო ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

22 ივლისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად:

[checklist]

  • დაიღუპა 9 ადამიანი
  • დაშავდა 27
  • დაშავებულთაგან  სამის მდგომარეობა კრიტიკულია

[/checklist]

ბიბისის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. მოქალაქეები 23 ივლისს ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ სავაჭრო ცენტრში, სადაც თავდასხმა მოხდა.

მამაკაცი სანთლით და ყვავილებით სავაჭრი ცენტრ “ოლიმპიას” მიწისქვეშა შესასვლელთან. 22 ივლისს სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9, დაშავდა 16. მიუნხენი, გერმანია, 23 ივლისი. ფოტო: EPA/KARL-JOSEF HILDENBRAND

მიუნხენი, გერმანია, 23 ივლისი, 2016. ფოტო: EPA/KARL-JOSEF HILDENBRAND

მიუნხენის სავაჭრო ცენტრი “ოლიმპია” ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრად ითვლება.

Shooting in shopping centre in Munich

მასალების გადაბეჭდვის წესი