ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

21 ივლისი, 2016 • 1418
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

თურქეთის რეპუბლიკაში  90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას ულება აქვს, განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც  დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა  და სხვა.

თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;  სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400 ;   ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე:  + 90541 326 22 26;   საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577984020,”- აღნიშნულია განცხადებაში.

თურქეთი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის [ECHR] მიხედვით ნაკისირი ვალდებულებების იმპლემენტაციას დროებით შეაჩარებს. hurriyet daily news-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ვიცეპრემიერმა და მთავრობის სპიკერმა ნუმან ქურთულმუსმა გააკეთა.

მან ამის მიზეზად საგანგებო მდგომარეობა დაასახელა, რომელიც თურქეთში 3 თვითაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი