გთავაზობთ 22 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებშიეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“.

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში ტარდება და მას კერძო მეწარმეები,დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი – 599 512215.

10:15 საათზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ, მსოფლიო ბანკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
მის: წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონი,  საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი – 558240770.

10:30 საათზე ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში (ჭოველიძის 10) არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშებს, რომელიც ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

10:30 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ”2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის” პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის კეთილმოწყობის  საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად მეტეხის ხიდის  მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოებს დაათვალიერებს. საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 14 11 51.

12:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი კიდევ ერთი ფაბ-ლაბი (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია) გაიხსნება.  ფაბლაბი განთავსდება სამხატვრო აკადემიის ერთერთ კორპუსში, რომელიც ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის 34 ნომერში მდებარეობს. 

12:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფიკო კარტოზია ბრიფინგს გამართავს და პარტიის სამომავლო გეგმებში შემავალ ერთერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრებს. მის.: კოსტავას ქ. 68 / საკონტ.: 577 10 99 88; 577 13 90 00.

14:00 საათზე “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში ( აბულაძის 8) გაიმართება ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი.  თემა: “ხელისუფლების მიერ  წინა საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი კიდევ ერთი უსამართლო ცვლილება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს”.

14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების N2.

15:00 საათზე , სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც შეეხება „სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულის ფაქტებს და მათზე სახელმწიფოს რეაგირებას“.
მისამართი: გორგასლის ქ. 3.

15:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლების” შესახებპრეზენტაციას გამართავს.  მის.: ვარდების მოედანი №1;  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, წვეულებათა დარბაზი.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *