ახალი ამბები

რიოს ოლიმპიადაზე რუსი მძლეოსნები რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებენ

21 ივლისი, 2016 • 1343
რიოს ოლიმპიადაზე რუსი მძლეოსნები რუსეთის სახელით ვერ იასპარეზებენ

დოპინგის მოხმარებისათვის რუსი სპორტსმენების ნაწილი რიოს ოლიმპიადიდან მოიხსნა. შეზღუდვა ამ ეტაპზე მძლეოსნებს შეეხებათ. მათი ერთი ნაწილი ოლიმპიადაზე ვეღარ გამოვა, ხოლო დანარჩენებს მიეცათ უფლება იასპარეზონ, თუმცა არა რუსეთის სახელით. ისინი უნდა დათანხმდნენ დამატებით დოპინ-ტესტირებას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC Sport ავრცელებს.

მძლეოსნების გარდა, სხვა სახეობებში მოასპარეზე რუსი სპორტსმენების ბედზე ოლიმპიური კომისია 24 ივლისს იმსჯელებს.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და 68 სპორსტმენის მცდელობა დაემტკიცებინათ, რომ ისინი არ მოიხმარდნენ აკრძალულ ნივთიერებებს, უშედეგოდ დასრულდა. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ შეცვალა. რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს რუსეთის ეროვნული ნაკრებების გარეშე დაიწყება.

18 ივლისს ანტიდოპინგურმა სააგენტომ წარმოადგინა კვლევა, რომლის თანახმადაც, სოჭის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტები ფართოდ მოიხმარდნენ აკრძალულ ნივთიერებებს.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, რუსეთის სპორტის მინისტრი თავად აკონტროლებდა დოპინგის პროგრამას, რაც რუსული FSB-ს აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი