ახალი ამბები

რიოს ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნაზე საერთაშორისო კომიტეტი 21 ივლისს იმსჯელებს

19 ივლისი, 2016 • 1512
რიოს ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნაზე საერთაშორისო კომიტეტი 21 ივლისს იმსჯელებს

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო მიიჩნევს, რომ რუსეთის სპორტული ნაკრები უნდა მოიხსნას როგორც 2016 წლის რიოს ოლიპიადიდან, ასევე, პარაოლიმპიადიდანაც.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტიუალური, რაც აღმოჩნდა, რომ სოჭის ზამთრის ოლიმიაპიდის დროს რუსეთი საკუთარ სპორტსმენებს თავადვე ამარაგებდა დოპინგით და ამის შესახებ ინფორმაციას მალავდა.

18 ივლისს სააგენტომ წარმოადგინა კვლევა, რომლის თანახმადაც, სოჭის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტები ფართოდ მოიხმარდნენ აკრძალულ ნივთიერებებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ნაკრების რიოს ოლიმპიადიდან მოხსნის საკითხზე 21 ივლისს იმსჯელებს. სხდომა კომიტეტის პრეზიდენმა, ტომას ბახმა მოიწვია. მისი განცხადებით, კომისია მიიღებს მაქსიმალურად მკაცრ ზომებს.

“ეს არის შოკისმომგვრელი და უპრეცედენტო თავდასხმა სპორტის სამყაროსა და ოლიmპიურ თამაშებზე,” – აცხადებს ბახი.

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს განცხადებით, რუსეთის სპორტის მინისტრი თავად აკონტროლებდა დოპინგის პროგრამას, რაც რუსული FSB-ს აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი