ახალი ამბები

თურქეთის პრემიერი: ვაშინგტონს გულენის წინააღმდეგ მტკიცებულებები გადაეცა

19 ივლისი, 2016 • 1233
თურქეთის პრემიერი: ვაშინგტონს გულენის წინააღმდეგ მტკიცებულებები გადაეცა

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი პირობას დებს, რომ თურქეთში ფეტულა გულენის ყველა მომხრეს “ამოძირკვავს” და მათ უკვე გაუგზავნეს ოფიციალურ ვაშინგტონს გულენის დანაშაულის დამამტკიცებელი სამხილები.

დღესვე ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ თურქეთის ხელისუფლებასთან, თუმცა მოთხოვნა გეტულა გულენის ექსტრადირებაზე გონივრულ საფუძველსა და შესაბამის სამხილებს უნდა ეფუძნებოდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განიხილოს ქვეყნის ხელისუფლებამ ყოფილი იმამის თურქეთისათვის გადაცემის საკითხი. ამის შემდეგ ილდირიმმა შტატები ტერორიზმთან ბრძოლაში ორმაგი სტანდარტების ქონაშიც დაადანაშაულა.

გულენი თავის მხრივ ბრალდებებს კატეგორიულად უარუყოფს.

ყოფილ იმამს, ფეტულა გულენს, თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი