ახალი ამბები

ცოლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

19 ივლისი, 2016 • 1247
ცოლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ედუარდ პაპანიანი დამნაშავედ ცნო პაიწარ პაპანიანის განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 და 108-ე მუხლით. სასჯელის სახედ და ზომად კი თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ალ.წულუკიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ედუარდ პაპანიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, მეუღლეს – პაიწარ პაპანიანს, დანით გულმკერდისა და ზურგის არეში ორი შემავალი და 18 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა. პაიწარ პაპანიანი მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ედუარდ პაპანიანი მიიმალა. სამართალდამცველებმა ის რამდენიმე საათში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი