ახალი ამბები

გია ჟორჟოლიანი: კობა ნარჩემაშვილი შესანიშნავი კანდიდატია

18 ივლისი, 2016 • 2122
გია ჟორჟოლიანი: კობა ნარჩემაშვილი შესანიშნავი კანდიდატია

საქართველოს პარლამენტის წევრი, სოციალ–დემოკრატი გია ჟორჟოლიანი, რომელიც მოქმედ პარლამენტში ქართული ოცნების სიით სოცდეკებიდან მარტო შევიდა, ამჟამად რამდენიმე კანდიდატის შეყვანას შეეცდება მმართველი პარტიის ეგიდით. მათ შორისაა ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი.

“კობა ნარჩემაშვილი არის შესანიშნავი კანდიდატი. ის გარანტირებულად გაიმარჯვებს, რადგან საზოგადოებას მის მიმართ დადებითი განწყობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მან თავისი საქმიანობით დაადასტურა თავისი სერიოზულობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა სხვადასხვა საკითხებისადმი, ასევე, ის არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, როგორც იურისტი, ასევე, აქვს ფართო ხედვა, სოციალ–დემოკრატიული, პროგრესული ხედვა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დღეს, 20:00 საათზე ქუთაისში პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ უნდა წარადგინონ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მმართველი გუნდიდან, მათ შორის იქნება კობა ნარჩემაშვილი.

ქუთაისში, ბალახვანში, 100–საფეხურიან კიბესთან უკვე დამონტაჟებულია სცენა, შეკრებილია ხალხი, რომლებიც ორგანიზებულად ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ჩაიყავნეს ქუთაისში იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან. ამასთან, შეკრებაზე მისულები არიან სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების აიპ–ების თანამშრომლები.

ქუთაისში ქართული ოცნება ემზადება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისთვის, 18.07.2016. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი