ახალი ამბები

თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს

18 ივლისი, 2016 • 1272
თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს  იწყებს

თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს დღეიდან იწყებს. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა. ამ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი