ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიციის შენობაში შეჭრილებთან მოლაპარაკებებზე აღარ შეუშვეს

18 ივლისი, 2016 •
ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიციის შენობაში შეჭრილებთან მოლაპარაკებებზე აღარ შეუშვეს

სომხეთის პარლამენტის ოპოზციონერმა დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას აღარ მისცეს მესამედ შესვლის უფლება საპატრულო სამსახურის პოლკის ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა აიღო.

“მე უკვე ორჯერ ვიყავი შიგნით, სამწუხაროდ, მესამედ პოლიციამ აღარ შემიშვა. იმის მიუხედავად, რომ მქონდა შეთანხება პოლიციის უფროსის მოადგილესთან, ვარდან კგიაზარიანთან და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილესთან, ვალერი ოსიპიანთან [ორივე მძევლად ჰყავს აყვანილი შეიარაღებულ ჯგუფს] და ჯგუფის წევრებთან – ვარუჟან ავეტისიანთან და პაველ მანუკიანთნ. ამის შესახებ ასევე იცოდა პოლიციის უფროსის მოადგილე უნან პოღოსიანმა, მაგრამ მე მაინც არ შემიშვეს,” – განაცხადა პაშინიანმა, რომლის ციტატაs რადიო თავისუფლების სომხეთის ბიურო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კვირას, დილით, ოპოზიციური მოძრაობის “სადამფუძნებლო პარლამენტის” შეიარაღებულმა მომხრეებმა აიღეს სომხეთის პოლიციის საპატრულო სამსახურის პოლკის ტერიტორია, სადაც მძევლად ჰყავთ აყვანილი პოლიციელები. თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი იქნა მოკლული, ხოლო ოთხი დაიჭრა. შეიარღებული ოპოზიციონერები მოითხოვენ მათი ერთ-ერთი ლიდერის ჟირაირ სეფილიანის და სხვა აქტივისტების პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინაიდან მიიჩნევენ პოლიტპატიმრებად. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე მართავენ მოლაპარაკებებს შეიარაღებულ ჯგუფთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი