ახალი ამბები

ანონსი: 18 ივლისი

17 ივლისი, 2016 • 1192
ანონსი: 18 ივლისი

10:30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გამართავს პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.

10:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა, შედეგები, მოლოდინები და საფრთხეები საქართველოსთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე,”პირველის პრესკლუბში” “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს სურთ, რომ საარჩევნო უწყებათაშორისი კომისია, ცეეკსო და აუდიტის სამსახური შეცდომაში შეიყვანონ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” სახალხო დამცველი გამართავს სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას „მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგის“ შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი