ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს დესპანი სომხეთში: თავდამსხმელებმა მძევლად აყვანილი 2 პირი გაათავისუფლეს

17 ივლისი, 2016 • 1417
საქართველოს დესპანი სომხეთში: თავდამსხმელებმა მძევლად აყვანილი 2 პირი გაათავისუფლეს

ერევნის ერთ-ერთი პოლიციის შენობა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს და შენობაში მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. როგორც სომხეთში საქართველოს დესპანი მალხაზ მალაშხია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, ამ დროისათვის თავდამსხმელებმა 2 ტყვე გაათავისუფლეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შენობაში მყოფი პირებთან ამ დრომდე მოლაპარაკებები გრძელდება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პოლიციელი და დაჭრილია ორი ადამიანი.

“თავდამსხმელები მოითხოვენ, გაათავისუფლონ რამდენიმე პოლიტპატიმარი, რომელთაც ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან სამხედროების მობილიზება ხდება”, – წერს “დოიჩე ველე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი