თურქეთის ქალაქ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ათასობით მხარდამჭერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მარცხით დასრულებას გვიანობამდე აღნიშნავდა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები სახელმწიფო დროშებით ხელში პრეზიდენტის მხარდასაჭერად სკანდირებდნენ. მოგვიანებით მათ თავად ერდოღანმაც მიმართა და კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება.
ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მოუწოდა, დააკავოს ფეტულა გულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს სდებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოწყობაში.
ბოლო მონაცემებით, 15 ივლისს თურქეთში დაწყებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობას 265 ადამიანისი სიცოცხლე შეეწირა. დაკავებულია 3000-მდე სამხედრო პირი, მათ შორის მაღალი რანგის გენერლები. დაკავებული თანამედებობიდან გაათავისუფლეს ასევე 2700-მდე მოსამართლე და პროკურორი. თურქეთი მომხდარში ბრალს აშშ-ში გახიზნულ, ყოფილ იმამს, ფატულა გულენს სდებს. თავად გულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
ერდოღანის მხარდამჭერებმა დროშებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს. ფოტო: EPA/MARIUS BECKER

ერდოღანის მხარდამჭერებმა დროშებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს. ფოტო: EPA/SEDAT SUNA
მხარდამჭერებს თავად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა მიმართა. ფოტო: EPA/STR TURKEY OUT
ერდოღანის მხარდამჭერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უშედეგოდ დასრულებას გვიან ღამემდე, ტაქსიმის მოედანზე აღნიშნავდნენ. ფოტო: EPA/SEDAT SUNA
ერდოღანის მხარდამჭერებმა დროშებით ხელში მსვლელობა მოაწყვეს. ფოტო: EPA/STR
ერდოღანის მხარდამჭერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უშედეგოდ დასრულებას გვიან ღამემდე, ტაქსიმის მოედანზე აღნიშნავდნენ. ფოტო: EPA/SEDAT SUNA
ერდოღანის მხარდამჭერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უშედეგოდ დასრულებას გვიან ღამემდე, ტაქსიმის მოედანზე აღნიშნავდნენ. ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU