ახალი ამბები

შსს: სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

16 ივლისი, 2016 • 2365
შსს: სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში – შეუფერხებლად ხორციელდება.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა, განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ.

შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე.” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. ბოლო მონაცემებით, აჯანყების შედეგად, დაღუპულია მინიმუმ 90 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი