ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა

16 ივლისი, 2016 • 1085
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. სხდომა 03:00-ზე თბილისში გაიმართება.

15 ივლისს, საღამოს, თურქეთში სამხედრო გადატრიალება დაიწყო.

“გარდიანის” ინფორმაციით, დახურულია ქვეყნის ყველა აეროპორტი და გამოცხადებულია კომენდანტის საათი.

სტამბულის აეროპორტთან განლაგებულია ტანკებიც.

საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ აჯანყებულმა სამხედროებმა სხვადასვხა შენობა დაიკავეს, მთავრობამ კი მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მძიმე სამხედრო ტექნიკა არის შეყვანილი სტამბულსა და ანკარაში, უცხოური მედიის ცნობით, ანკარაში ისმოდა სროლაც. გზები გადაკეტილია თურქეთის სხვა ქალაქებშიც.

სტამბულში ჯარის მიერ ბლოკირებულია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ორივე ხიდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი