ახალი ამბები

ანონსი – 16 ივლისი

15 ივლისი, 2016 • 1056
ანონსი – 16 ივლისი

გთავაზობთ 16 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ლევან ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 საათზე გ. ტაბიძის ქუჩის 1 ნომერში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართება საპროტესტო აქცია სვანეთში მშენებარე  ჰესების საწინააღმდეგოდ. აქციის მთავარი ორგანიზატოირა სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა, ჩამოდიან ჭუბერის თემის სოფლებიდან, სოფელი ხაიშიდან და სოფელი ნაკრიდან. აქციის თანაორგანიზატორები არიან “მწვანე მუშტი”, “ახალგაზრდა მწვანეები”, აქციას უერთდებიან ასევე სხვა გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი მოძრაობები.  საკონტაქტო პირი:  ნიკოლოზ წიქარიძე:595260546

12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ, ასევე გააცნობენ მათ პარტიის საარჩევნო პროგრამას. მისამართი: მაზნიაშვილის ქ. #33, ნინოშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაზე.
13:30 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.

15:00 საათზე, სპორტის სასახლეში ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები’’ რიგით მეოთხე პარტიულ ყრილობას გამართავს. ყრილობაზე ირაკლი ალასანია პარტიის პირველ ათეულს, ოცეულს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი