ახალი ამბები

ანონსი – 15 ივლისი

14 ივლისი, 2016 • 1356
ანონსი – 15 ივლისი

წარმოგიდგენთ 15 ივლისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:30 გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.

11:00 დედაენის ბაღში ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის, მარი ბროსეს ბიუსტი გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი, ასევე თბილისის საკრებულოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის. : დედაენის ბაღი

12:00 “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი საქართველოს” თავმჯომარე, კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო გარემო, პარტიის გეგმები, უმრავლესობის ახალი სახეები, დავითაშვილის საქმე და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გაიმართება პრესკონფერენცია საოპერო სპექტაკლების აბონემენტთან დაკავშირებით, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  –  დავით კინწურაშვილი, დირექტორი -ალექსანდრე მოწონელიძე და სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ეკა გელაშვილი, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნათია ნარიმანიძე და მთავარი ადმინისტრატორი – ნინო მუსერიძე  დაესწრებიან.

12.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტია “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.

13.00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში საარჩევნო სუბიექტი ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის’’ წარმომადგენელი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.

13.00 თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი, რიგით მე-14 რაიონული სამსახური გაიხსნება. გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და  რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრებიან. მის: თბილისი, ვარკეთილი-3, მე-4 მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარ ჰუალინის ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორია.

14:00  სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, კომპანია „ბილაინთან“ ერთად, პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შედეგების დასკვნით კონფერენციას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი ეკონომიკის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისამართი: 26 მაისის მოედანი 1. საკონტაქტო ნომერი: 599 85 34 00

14:15 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებს შეხვდება. მისამართი: ბათუმის № 25-ე სკოლა (ყოფილი კახაბრის პირველი სკოლა).

15:00 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს გადასცემს.  შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება და მას ორი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე დაესწრებიან.

16.00 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი (ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება. ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი, საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.  მისამართი: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კილომეტრი (ბაშის კვანძი)

16:00 პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს   სამტრედიის შემოვლითი გზის ( ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული  11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა–აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას.

19:00 ზუგდიდის ცენტრალურ პარკში (იუსტიციის მიმდებარე ტერიტორიაზე), ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით,  გაიმართება „ანჩისხატის გუნდისა“ და ჯგუფ „ეგარის“ კონცერტი. კონცერტი პროექტ „Check in Georgia-ს” ფარგლებში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი