ახალი ამბები

“ოცნება”: გუნდის ახალი წევრების წარდგენაზე ისეთი პირებიც მოხვდნენ, ვინც არ მიგვიწვევია

14 ივლისი, 2016 • 1109
“ოცნება”: გუნდის ახალი წევრების წარდგენაზე ისეთი პირებიც მოხვდნენ, ვინც არ მიგვიწვევია

“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გუშინ, 13 ივლისს, საგურამოში გუნდის ახალი წევრების წარდგენის დროს ბევრი ისეთი პირი მოხვდა ღონისძიებაზე, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები ორგანიზატორების მიერ. პოლიტიკოსებთან ერთად, პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან.

“აღსანიშნავია, რომ   “ქართული ოცნების” და მისი განახლებული შემადგენლობისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე ზოგიერთი ისეთი პირიც მოხვდა, რომლებიც არ ყოფილან მიწვეულები საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. მათ შორის,   ღონისძიებაზე მოწვეული არ ყოფილა ბატონი ავთანდილ მარგიანი. მის მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც, ცხადია, არ შეესაბამება რეალობას და ის ნამდვილად არავითარ კავშირში არ არის “ქართულ ოცნებასთან”, როგორც ჩანს, ბატონი ავთანდილის განცხადება, უბრალოდ, მის სპეციფიკურ იუმორთან იყო დაკავშირებული”, – წერია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

გუშინ ფეისბუკში გავრცელდა ავთანდილ მარგიანის ვიდეოინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია საგურამოში და სადაც მარგიანი ამბობს, რომ “გადაწყვიტა, შეუერთდეს ბატონ ბიძინას მიერ დაფუძნებულ მოქალაქეთა კავშირს, ოცნებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი