საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში პარტიამ “ქართული ოცნება” სააერჩევნო კამპანიის ახალი სახეები წარადგინა. ოფიციალურ ღონისძიებას პარტიის სხვა წევრებსა და მთავრობის წარმოამდგენლებთან ერთად საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის, კულტურის მუშაკები, მომღერლები, მსახიობები, მოცეკვავეები და რეჟისორები.















