ახალი ამბები

პოლიცია, გამოფხიზლდი! – აქცია ფემიციდის წინააღმდეგ შსს–სთან

13 ივლისი, 2016 • 1608
პოლიცია, გამოფხიზლდი! – აქცია ფემიციდის წინააღმდეგ შსს–სთან

დღეს ქალთა მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აქციები მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პოლიცია არ ეხმარებოდეს მკვლელებს, არ უწყობდეს ხელს ფემიციდს, რომ პოლიცია ოჯახში ძალაოდობის თითოეულ შემთხვევას სერიოზულად უდგებოდეს, ებრძოდეს ძალადობას და იცავდეს მსხერპლს.

აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გუშინ თბილისში ქმარმა ცოლი ყელის არეში ჭრილობის მიყენებით მოკლა, ხოლო გუშინწინ გაირკვა, რომ თეთრიწყაროში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო სტუმრად მყოფი მამაკაცი მოკლა.

“წუხელ კიდევ ერთი ქალი მოკლა ქმარმა.
გუშინწინ ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა.
ერთი თვის წინ ყოფილმა ქმარმა ცოლი სამსახურში მოკლა.
ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა…

პოლიცია ხელწერილებს აწერინებს მოძალადე კაცებს და ცოლების მოსაკლავად უშვებს. მეზობლები ამბობენ, რომ ქმრის მიერ ცოლის მკვლელობა ოჯახის საქმეა. სასულიერო პირები ოჯახის დანგრევას უკრძალავენ ქალებს. ნათესავები ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდებენ ცოლებს. მედიას აინტერესებს, ხომ არ უღალატა ცოლმა ქმარს. ჩვენ, ყველანი, ვინც მკვლელის გამართლებას ვცდილობთ, ვინც ქალებს ქმრის დაუმორჩილებლობას ვსაყვედურობთ, ვინც მათ პირად ცხოვრებაში ცხვირს ვყოფთ, ვინც ქალის თავისუფლებას არ ვაღიარებთ – ყველანი ვკლავთ ამ ქალებს, ჩვენ ამ ფემიციდის თანამონაწილეები ვართ.

შესაცვლელია ჩვენი მენტალობა. ქალი საკუთრება არ არის. ქალი თავისუფალი ადამიანია. ქალზე ძალადობა დანაშაულია, რომელიც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ქალებს სჭირდებათ დაცვა მკვლელებისაგან. ქალებს უნდა იცავდეს სახელმწიფო და პოლიცია”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბაია პატარაიას განცხადებით, შსს-ს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთაში, ვიდრე სხვა ორგანოებს, რადგან ამ ეტაპზე სწორედ სამართალდამცავთა უმოქმედობა ან გულგრილობა იწვევს მსგავს შედეგებს.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, მათ შორის ენმ-ს წევრი ელენე ხოშტარია და ანა სუბელიანი “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩიდან”.

აქცია ფემიციდის წინააღმდეგ შსს–სთან, 13.07.2016. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი