თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მზია თოდუა ქართული ოცნების შემომწირველია. გარდა ამისა, იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე “ქართუში” წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს, 13 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მას მოუწოდა, რომ თუკი რუსთავი 2-ის საქმე დაეწერებოდა, აეცილებინა.

“ნუ განიხილავთ ამ საქმეს, თუ დაგეწერათ, და აიცილეთ. ჩვენ თქვენ არ გენდობით,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

2012 წელს მზია თოდუას “ქართული ოცნებისთვის” 14 ათასი ლარი აქვს შეწირული, 2014 წელს კი – 20 ათასი ლარი.

მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა 2015 წელს დანიშნა.

უზენაეს სასამართლოში დანიშვნამდე მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ბიძინა ივანიშვილის “ქართუს” საქმიანობასთან:

2012-2015 წლებში იგი იყო  ,,ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;

2007-2012 წლებში –  ,,ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

2006 -2012 წლებში – ,,ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *