ახალი ამბები

“ეროვნულ ფორუმს” 28 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს

12 ივლისი, 2016 • 1368
“ეროვნულ ფორუმს” 28 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს

“ეროვნულ ფორუმს” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის 28 კანდიდატის სია  დამტკიცებული აქვს. პარტია კანდიდატების წარდგენის პროცესს დაახლოებით 2 კვირაში დაიწყებს.

“ეროვნული ფორუმის” წევრი რეზო შავიშვილი ამბობს, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და შუა პროცესში კანდიდატების ვინაობის გამჟღავნება შედეგს არ გამოიღებს:

“ანი მიროტაძე ჭიათურაში იყრის კენჭს, მე- საბურთალოზე. დანარჩენები დამტკიცებულია, მუშაობა დაწყებული აქვთ და პროცესი მიმდინარეობს. კანდიდატების წარდგენას დაახლოებით ორ კვირაში დავიწყებთ,” – ამბობს რევაზ შავიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი