ახალი ამბები

ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

11 ივლისი, 2016 • 2345
ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს მოსამართლეთა XVIII რიგგარეშე კონფერენციაზე, რომელიც 9 ივლისს მართლმსაჯულების სახლში გაიმართა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე აირჩიეს.

საბჭოს ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 191 მოსამართლე. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ვალერი ცერცვაძის კანდიდატურა ლევან მურუსიძემ დააყენა, იგი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

“კონფერენციაზე მოსამართლეებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე აირჩიეს,”- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ვალერი ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე და ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეა.


 

2004 წელს ვალერი ცერცვაძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2004-2005 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

2007 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე;

2007 წელს არჩეული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;

2008-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი