ახალი ამბები

ერთობლივი დეკლარაცია NATO-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის

8 ივლისი, 2016 • 1228
ერთობლივი დეკლარაცია NATO-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის

დღეს, 8 ივლისს ვარშავის სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და NATO-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა.

დეკლარაციას ხელს აწერენ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

როგორც დეკლარაციის ტქსტში არის აღნიშული, მოვიდა დრო, რომ ეროკავშირისა და NATO-ს პარტნიორობას ახალი სტიმული მიეცეს. დეკლარაციაში ძირითადად უსაფრთხოების სხვადასხვა ტიპის გამოწვევების წინააღმდეგ მოქმედებებსა და ურთიერთთანამშრომლობაზეა საუბარი.

ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია, რომ ევროკავშირმა და NATO-მ უნდა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. დეკლარაციის თანახმად, ეს უნდა მოხდეს ერთობლივი ანალიზის ჩატარებით, პრევენციით, ადრეული გამოვლენით, ინფორმაციის დროული გაზიარებით, ასევე თანამშრომლობით სტრატეგიული კომუნიკაციისა და პასუხის მიმართულებით.

ასევე, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირისა და ნატოს ოპერატიული თანამშრომლობა უნდა გაფართოვდეს და ადაპტირდეს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე სხვა ადგილებშიც.

  • გაიზარდოს კოორდინაცია კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. გაზრდილი კოორდინაცია უნდა შეეხოს როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მისიებსა და ოპერაციებს, ასევე წვრთნებსა და განათლებას.
  • განავითაროს თანმიმდევრული და თავსებადი თავდაცვის შესაძლებლობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ნატოს მოკავშირეებთან, ასევე, მრავალმხრივ პროექტებშიც.
  • ხელი შეუწყონ უფრო ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას და უფრო მეტ კვლევას თავდაცვის სფეროში.

2017 და 2018 წლებისთვის დაიგეგმა ერთობლივის წვრთნების ჩატარება.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. EPA/JAKUB KAMINSKI POLAND OUT

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. EPA/JAKUB KAMINSKI POLAND OUT

მასალების გადაბეჭდვის წესი