ახალი ამბები

საქართველოში 12 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

8 ივლისი, 2016 •
საქართველოში 12 ივლისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ზოგან – ძლიერი.

პირველადი ინფორმაციით, უხვი ნალექისა და მდინარე სულორის ადიდების შედეგად დაზარალდა ვანის მუნიციპალიტეტი. სპეციალისტების განმარტებით, ამჟამად ენგურის მარჯვენა შენაკადი – მდინარე ხაიშურაა ადიდებული.

ინტენსიურმა წვიმებმა ვანის მუნიციპალიტეტში სტიქია გამოიწვია. მუნიციპალიტეტის ნაწილში მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. დაიტბორა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, მოშლილია ინფრასტრუქტურა.

ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სტიქიას ადამიანებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისი თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ზარალი დიდი იქნება

უხვი ნალექების რაოდენობამ შეადგინა: სენაკი – 64 მმ, სამტრედია – 42 მმ, ჭალადიდი – 21 მმ, ნოქალაქევი – 27 მმ, ხაიში – 20 მმ, დიმი – 26 მმ, ზესტაფონი – 23 მმ, ტბეთი – 48 მმ, ახალციხე – 22 მმ, ბათუმი – 57მმ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი