ახალი ამბები

ანონსი – 7 ივლისი

7 ივლისი, 2016 • 1077
ანონსი – 7 ივლისი

წარმოგიდგენთ 7 ივლისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

08:00 სასტუმრო „რედისონში“  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ვიქტორ დოლიძესთან ერთად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება.

09:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

10:30 სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი 3 წლიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:00 საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგებელი ბექა მიქაუტაძე ახალი საპილოტე პროექტის „მართე შენი ქალაქის“ პრეზენტაციას გამართავს.  მისამართი: მიცკევიჩის N29. საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი. ტელ. 595 169 163

11:00 “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯონ ქერის ვიზიტი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 ,,თავისუფალი დემოკრატები“ დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განაახლებენ ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”. პარტიის ლიდერები აგრძელებენ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და მოუწოდებენ თავისი წვლილი შეიტანონ “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების გათავისუფლებაში.

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამართავს პრესკონფერენციას თემაზე: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და არჩევნები

11:30 “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ჯონ ქერის ვიზიტი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12.00 სოციალური მომსახურების სააგენტო და ლიბერთი ბანკი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბანკი მცირე საოჯახო სახლებსა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებს კომუნალურ გადასახადებს აუნაზღაურებს. მემორანდუმს ხელს მოაწერენ სოციალური სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი. მისამართი- წერეთლის 144, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-8 სართული.

13:00 პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე   წინასაარჩევნო   კამპანიის  ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ, მოისმენენ მათგან პრობლემებს, ასევე გააცნობენ მათ პარტიის საარჩევნო პროგრამას და ბუკლეტებს დაურიგებენ. მის.:  დიდუბე, ა. წერეთლის ძეგლთან. საკონტაქტო პირები: ნინო ქეშელაშვილი – 598 700 642

13:00  მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესს გაეცნონ. საგამოცდო ნაშრომები ელექტრონულად სწორდება. გასწორების პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრება. მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (მისამართი: კოსტავას #68ბ). საკონტაქტო პირი: თეიკო ანჯაფარიძე  577 50 09 35.

13.00  პარტია “მომავალია საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს

13.30  „დევნილთა პარტიის” თავმჯდომარე ლელა გულედანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს

13:30 სასტუმროში ,,ROOMS” საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგნიზებით მართლმსაჯულების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ადვოკატები და მოსამართლეები დაესწრებიან.

16:00  ცესკოში პოლიტიკურ პარტიებთან სამუშაო/საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და საკანონმდებლო საკითხებს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი