BBC-ის ცნობით ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ესპანურ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს, რომ პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მამასაც, რომლის ხელშეწყობით მესიმ 2007-2009 წლებში   4,5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის შემოსავალი დამალა და გადასახადების გადახდას აარიდა თავი. BBC-ს ცნობით, მესიმ შემოსავლების დასამალად  ბელიზისა და ურუგვაის  ოფშორები გამოიყენა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი შეიძლება პირობითი მსჯავრით შეიცვალოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *