მთავრობა სერიალ 9+1-ის გადამღებ კომპანიას ერთი თვით 15 სამხედრო პერანგს გადასცემს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენს, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობაზე სერიალს იღებს, თავდაცვის სამინისტრო ერთი თვის ვადით სამხედრო მოსამსახურის 15 ცალი მოკლემკლავიანი პერანგით უზრუნველყოფს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ 23 ივნისს მიიღო.

“შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენის” მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიების განხორციელების შესახებ”, – ასე ჰქვია განკარგულებას, რომელიც მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

Screen Shot 2016-07-05 at 11.44.51 PM

ლე ხაინდრაო პროდაქშენის წილის 33%-ს გოგა ხაინდრავა ფლობს, რომელიც ზემოხსენებული სერიალის რეჟისორია. კომპანიის წილის 33%-ს გორგასლან ხაინდრავა, ხოლო 34%-ს – ლევან ხაინდრავა ფლობენ.

ეს ზემოხსენებულ კომპანიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული ერთადერთი განკარგულება არ არის. მთავრობის ვებგვერდის არქვიშვი ასეთი განკარგულებაც იძებნება:  “შპს „ლე ხაინდრაო პროდაქშენისათვის”  სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 და სსიპ – ქალაქ თბილისის №31 საჯარო სკოლებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე”.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com