ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ოპოზიცია შს მინისტრის დათხოვნას და რეფერენდუმის თარიღის გადაწევას ითხოვს

5 ივლისი, 2016 • 1091
სოხუმში ოპოზიცია შს მინისტრის დათხოვნას და რეფერენდუმის თარიღის გადაწევას ითხოვს

სოხუმში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიშკარი შეანგრიეს და შეეცადნენ შტურმით აეღოთ შენობა. ძალოვნებმა გზის ჩასაკეტად სახანძრო მანქანა გამოიყენეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო “სპუტნიკ-აფხაზია” ავრცელებს.

მომიტინგეები პრეზიდენტ ლეონიდ ხაჯიმბასგან შს მინისტრის, ლეონიდ ძაპშპას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ აქციას, სანამ მინისტრი არ გადადგება.

ასევე, ოპოზიცია მოითხოვს 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის 2016 წლის შემოდგომაზე გადატანას, ვინაიდან, მათი განცხადებით, ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი შუა ზაფხულში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის იმედით დანიშნა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის მოთხოვნით, რაულ ხაჯიმბამ 2016 წლის 10 ივლისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე რეფერენდუმი დანიშნა.

მოგვიანებით, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბასა და მის ხელქვეითებს შორის არსებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც თავის თანამშრომლებს, მუქარის გამოყენებით, რეფერენდუმში მონაწილეობას უკრძალავს.

ფოტო: SPUTNIK-ABKHAZIA

ფოტო: SPUTNIK-ABKHAZIA

მასალების გადაბეჭდვის წესი