ახალი ამბები

“თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო გზავნილისა და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია გამართეს

5 ივლისი, 2016 • 1202
“თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო გზავნილისა და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია გამართეს
დღეს, 5 ივლისს, “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარტიის საარჩევნო გზავნილის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია გამართეს.
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” მთავარი გზავნილია: “უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება!” ამ გზავნილით მივლენ პარტიის მაჟორიტარები თითოეულ მოქალაქემდე და ამ გზავნილით შევცვლიან თანამოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისკენ, აცხადებენ პარტიაში.
დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე წარადგინეს პარტიის ახალი სიმბოლიკა – ახალი ლოგო ძველი ფერებით.
“ლოგოზე გამოსახულია გრიფონი, რომელიც სიბრძნის, გამჭრიახობის, ძლევამოსილების, ძალაუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. გრიფონი მითიური არსებაა, რომელიც აერთიანებს არწივსა და ლომს, სისწრაფესა და სიძლიერეს”, – აცხადებენ “თავისუფალი დემოკრატები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი