ახალი ამბები

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

3 ივლისი, 2016 • 1278
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ვაჟთა კადეტთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრელი თანატოლები 5-0 დაამარცხეს.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ასევე 5-0 მოუგო აზერბაიჯანსა და თურქეთს, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 4-1 სძლია. ბრინჯაოს მედლები საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე კიდევ 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ საბა გრიგალაშვილი (-60კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ალეკო მამიაშვილმა (-66კგ), გიორგი ჩიქოვანმა (-90კგ) და ნიკა დონღვანმა (+90კგ).

მასალების გადაბეჭდვის წესი