ახალი ამბები

ანონსი: 3 ივლისი

2 ივლისი, 2016 • 1126
ანონსი: 3 ივლისი

11:30 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ “ოლიმპიურ სოფელში” დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებებს გადასცემენ.

13:00 გაიმართება საპროტესტო აქცია ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ სოფელ ჭუბერში. აქციას, ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა, დაესწრებიან ზემო სვანეთის სხვა თემების წარმომადგენლებიც.

16:00 სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, გამოფენის ,,მე ვხედავ თითებით” ფარგლებში, მოეწყობა ინსტალაცია ,,მსხვერპლშეწირვა – სტატიკური დრამა”.
მის.: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ფურცელაძის ქუჩა 3.

18:00 ვ. გოძიაშვილის სახელობის სკვერში თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართება. მისული სტუმრების განწყობის შექმნას პანტომიმის თეატრის მსახიობებიც შეეცდებიან. კონცერტი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.

მის: ალ. ყაზბეგის გამზირი #16ა

საკონტაქტო პირი: ნუცა აბაშიძე 599 72 10 10

მასალების გადაბეჭდვის წესი