ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი დააკავეს

2 ივლისი, 2016 • 1649
სუს-ის ცნობით, 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორი დააკავეს

სუს-ის ცნობით, კომერციული მოსყიდვის და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ბრალდებით ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბის“ პრეზიდენტი გ. ა. და მოქალაქე ვ. მ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა მოქალაქე ვ. მ-ს  დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი