ახალი ამბები

ანონსი – 2 ივლისი

1 ივლისი, 2016 • 1492
ანონსი – 2 ივლისი

10:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივს მიაგებს. ცერემონიალს ასევე დაესწრებიან, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ალექსანდრე ბარბაქაძე. მისამართი: გმირთა მოედანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

10 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ალექსანდრე ჯეჯელავა სისტემის  განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და  პრიორიტეტებს პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წევრებს გააცნობს.  ადგილი: სოფელი კაჭრეთი,  პროფესიულ კოლეჯი „აისი“  (სასტუმრო  ამბასადორის მიმდებარე ტერიტორია) .

11:00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ, N 72.

11:00 საათზე ქ.დუშეთში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების სახელის უკვდავსაყოფად ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მის: ქ. დუშეთის შესასვლელი, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სახელობის მემორიალი. საკონტაქტო პირი: თეა ბოგვერაძე 595530021

11:00 საათზე, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიცეუმის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის „მოქმედება 365“ მესამე, ბოლო სამუშაო დღე გაიხსნება. მესამე სამუშაო დღის თემებია: 1. სახელმწიფო და რელიგია 2. განათლების სისტემა. მისამართი წერეთლის გამზ.N116.

12:00 საათზე პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ, მოისმენენ მათგან პრობლემებს, დასახავენ ამ პრობლემებზე მუშაობისა და აღმოფხვრის გზებს, ასევე გააცნობენ მათ პარტიის საარჩევნო პროგრამას. მისამართი: ვაზისუბნის მე-3 მ/რ, მე-2 კვარტ., მე-9 კორპუსთან.

12:00 საათზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.  მისამართი: ქ. თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, I სართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი